

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 2 545 191 ლარი შემცირდა 232 185 ლარით. ეს თანხა, – მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შედეგად ტენდერებით გაწეული ეკონომია, – ფონდს დარჩა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი შემოსულობებისა და ხარჯების ნაწილში 232 185 ლარით შემცირდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხა პროექტების მიხედვით შემდეგნაირადაა განსაზღვრული:
კიცხი-ხიდარის გზის რეაბილიტაცია 683 698 ლარი;
ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაცია 642 357 ლარი;
ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოსთვის და მის მიმდებარე ქუჩებზე (დევდარიანის, გურამიშვილის, ჭიპაშვილის) წყალმომარაგების სისტემის მოწყობა – 199 947 ლარი;
ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – 38 791 ლარი;
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკისათვის შენობის რეაბილიტაცია – 104 950 ლარი;
ხარაგაულში ღია ესტრადისა და ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია – 489 923 ლარი;
ბორითი-მარიამწყარო-ღორეშის გზის რეაბილიტაცია – 120 000 ლარი;
საპროექტო დოკუმენტაციისა და და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის – 33 340 ლარი.
ამ თანხების გამოყოფასთან დაკავშირებულ მორიგ საბიუჯეტო ცვლილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 6 ივლისის მორიგ სხდომაზე განიხილავს დასამტკიცებლად.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,