„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია“ (IOM) აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ბიზნეს-იდეის მხარდასაჭერად.
ბიზნეს-გრანტები გაიცემა ისეთი ბიზნეს-იდეის თანადაფინანსებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც დაბრუნებული მიგრანტის რეინტეგრაციის ხელშეწყობის, ისე ადგილობრივი თემის განვითარებისა და თემის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით.
საგრანტო კონკურსი ცხადდება ხარაგაულის, ჩოხატაურისა და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრები დაბრუნებული მიგრანტებისთვის.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტს, რომელიც
– არის საქართველოს მოქალაქე;
– ცხოვრობს და ბიზნეს-იდეის განხორციელებას აპირებს ჩოხატაურის, ხარაგაულის ან ხონის მუნიციპალიტეტის რომელიმე თემში/სოფელში; პრიორიტეტი მიენიჭებათ შემდეგ თემებში განსახორციელებელ იდეებს – საღანძილე (ხარაგაული), დიდი ვანი, შუა სურები, ზემო სურები (ჩოხატაური), ნახახულევი (ხონი).
– საზღვარგარეთ იმყოფებოდა 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით და საქართველოში (ნებაყოფლობით ან იძულებით) დაბრუნდა 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ.
– სურს დაბრუნების თემში/სოფელში დაიწყოს/განავითაროს ბიზნესი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მის რეინტეგრაციას, ისე მის თემში/სოფელში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ან/და თემის საჭიროებების დაკმაყოფილებას;
– ბიზნეს-იდეის განხორციელებას გეგმავს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (სხვა დაბრუნებულ მიგრანტთან ან დაბრუნების თემის/სოფლის სხვა მაცხოვრებელთან ერთად, რომელიც მზადაა მატერიალური, ფინანსური თუ სხვა სახის რესურსებით ბიზნესში თანამონაწილეობის მისაღებად. შესაძლებელია რამდენიმე ბიზნეს პარტნიორის მონაწილეობაც).
ერთ ბიზნეს-გეგმაზე გრანტის ოდენობა შეადგენს 10 ათასიდან 20 ათასამდე ლარს. გრანტის კონკრეტული ოდენობა დამოკიდებულია ბიზნესის სახეობასა და მოსალოდნელ ეფექტზე.
გრანტი შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ ბიზნესის დაწყება/განვითარებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად. დაუშვებელია საგრანტო რესურსის გამოყენება მომუშავეთა ხელფასებისა და სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფარად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ(ებ)მა დაბრუნებულმა მიგრანტ(ებ)მა უნდა შეავსოს განაცხადის სპეციალური ფორმა, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია ვებგვერდიდან jobs.ge
სხვა სახით მიღებული განაცხადები არ განიხილება.
პირმა, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობის პირობებს, ბიზნეს-იდეის განაცხადი უნდა წარადგინოს 2023 წლის 31 ოქტომბრამდე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: psharashenid@iom.int
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პაატა შარაშენიძეს. ელ ფოსტა: psharashenid@iom.int ; ტელეფონი: 577 28 05 79.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი