

ბორითის სამედიცინო დაწესებულების, აღმასრულებელი მენეჯერისდიმიტრი კოჩაძის და ქ.თბილისის არაინვაზიური კარდიოლოგიის ცენტრის „სისტოლა“ დირექტორის პაატა ქავთარიას ინიციატივით, 2023 წლის 15 ოქტომბერს ჩატარდება უფასო სამედიცინო გასინჯვის აქცია ბორითის სამედიცინო ცენტრში.
კონსულტაციას ქ. თბილისის მრავალპროფილური კლინიკის არაინვაზიური კარდიოლოგიის ცენტრის „სისტოლა“ და კლინიკა „კარდიო“-ს მაღალკვალიფიციური გუნდი ჩაატარებს.
მოსახლეობას კონსულტაციას გაუწევენ შემდეგი პროფილის ექიმები:
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რაიონიდან გაუსვლელად, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ბორითის კლინიკაში მიიღოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების უფასო კონსულტაცია, საჭიროებისამებრ ადგილზე ჩაიტაროთ საჭირო დამატებით ლაბორატორიული და ინსტუმენტული კვლევა. ბენეფიციარის გასინჯვის და დიაგნოსტიკის შემდეგ ადგილზე მოხდება სამკურნალო-პრევენციული ღონისძიებების შერჩევა და დაგეგმარება. აქციის ფარგლებში, საჭიროებისამებრ, მოსახლეობას დაურიგდება უფასო მედიკამენტები!
ბორითის სამედიცინო ცენტრი, მადლობა უხდის შპს“ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორს ქალბატონ – ნანა მგალობლიშვილს, ქ.თბილისის არაინვაზიური კარდიოლოგიის ცენტრის „სისტოლა“ დირექტორის პაატა ქავთარიას და მოწვეულ სპეციალისტებს გაწეული დახმარებისთვის.
წინასწარ ჩეწერის მსურველებმა, დარეკეთ „ბორითის სამედიცინო ცენტრის“ცხელ ხაზზე : 577 480-018.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა