

6 ოქტომბერს ხარაგაულის საავადმყოფოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ ჩატარდება.
აქცია ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულების, კლინიკური მენეჯერის დიმიტრი კოჩაძის და ქ. ზესტაფონში არსებული სისხლის ბანკის ფილიალის დირექტორის ლაშა გოგოლაძის ინიციატივით იმართება
აღნიშნული აქციის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. უანგარო რეგულარული დონაცია სისხლის უსაფრთხოების და მუდმივი ხელმისაწვდომობის გარანტი და ამასთანავე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
ყველა ჩვენგანს სისხლის გაღებით შეუძლია, სიცოცხლე აჩუქოს სხვა ადამიანს.
ერევანში, სტეფან სარქისიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე
დღეს, 14 სექტემბერს, ბუნებრივი აირის მოწოდება ხარაგაულისა
15 სექტემბრიდან ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – „კომპიუტერული
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი
ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ექიმ მაია