საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იმატებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის, ინფორმაციით გასულ კვირაში იმერეთში კოვიდ ინფიცირების 770 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„კოვიდ ინფექციას, ისევე როგორც ზოგადად რესპირატორულ დაავადებებს, ერთგვარი ციკლურობა ახასიათებს. შემთხვევათა მატება გვაქვს და ეს გამოწვეულია შიდა ტურისტული მიგრაციის გააქტიურებიდან გამომდინარე. დაფიქსირდა რამდენიმე მძიმედ მიმდინარე შემთხვევა. დადასტურების შემდეგ მდგომარეობა მძიმდება იმ დროს, როცა არ არის ვაქცინაცია გაკეთებული, ან დიდი პერიოდია უკვე ვაქცინაციიდან გასული; თუკი ადამიანი არის ასაკოვანი და აქვს ქრონიკული დაავადებები.
ჯერჯერობით, COVID – 19-ის შემთხვევათა მზარდი სტატისტიკა შენარჩუნდება იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები საკურორტო ზონებიდან შინ ბრუნდებიან და უსიმპტომოდ მიმდინარე შემთხვევებმა, შესაძლოა, შიდა გავრცელების მატება გამოიწვიოს.
ვიძლევით რეკომენდაციას, – ისევე როგორც რესპირატორული დაავადების დროს, – თუ გაქვთ რაიმე გამოხატული სიმპტომი, მოერიდეთ გარშემომყოფებს, არ წახვიდეთ სამსახურში და ატარეთ პირბადე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. დავიცვათ გარშემომყოფები და ჩვენი საზოგადოება.
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი IG5 შტამი. საქართველოში ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახორციელებს მეთვალყურეობას.
ამისთვის ჩვენ ვიღებთ ნიმუშებს როგორც ჯანმრთელი პოპულაციიდან, ასევე ვღებულობთ სტაციონარებიდან ანტიგენით დადებითი პაციენტებიდან, რომ შემდეგ PCR ტესტით და საჭიროების შემთხვევაში სეკვენირებით გადავამოწმოთ ახალი შტამის გავრცელება.
ახალი შტამის ცირკულაცია საქართველოში, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა. ძირითადად, გავრცელებულია ჩვენთვის კარგად ცნობილი ომიკრონის ქვეშტამები.
საზოგადოება რომ არ შეშინდეს, მინდა გითხრათ, რომ ახალი შტამი რაიმე განსაკუთრებული მიმდინარეობითა და აგრესიულობით არ გამოირჩევა. ჩვეულებრივ, უფრო მსუბუქად და საშუალო სიმძიმის ფარგლებში მიმდინარეობს. თუმცა, შესაძლებელია, ახალმა შტამმა გავრცელების ინტენსივობას ხელი შეუწყოს და უფრო ადვილად და სწრაფად გავრცელდეს.
თამთა გოგოლაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.