
DMO-იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით, 2023 წლის 5-8 ოქტომბერს, იმერეთში ტარდება იმერული ღვინის კონკურსი.
კონკურსის მიზანია, საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა – იმერული ყურძნის ჯიშების, იმერული ღვინისა და ზოგადად იმერეთის, როგორ მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის, ცნობადობის ამაღლება.
საკონკურსო ნიმუშების დეგუსტირებას მოახდენს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარი ჟიური. ღვინის გასინჯვისას დაცული იქნება კომპანიის ანონიმურობა.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:
კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას 100%-ით იმერული ყურძნის ჯიშისგან ან/და ჯიშებისაგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა ჯიშის ყურძნის შერევით წარმოებული ღვინო, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.
კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:
• ღვინო უნდა იყოს ბოთლში ჩამოსხმული, მზად რეალიზაციისათვის;
• წარდგენილი ღვინის მინიმალური, დარჩენილი რაოდენობა არ უნდა იყოს 100 ბოთლზე ნაკლები;
ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ნიმუშების წარდგენამდე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/g8KMQXyYE8AQTEkCA
ნიმუშები უნდა გაიგზავნოს DMO-იმერეთის ოფისში, მისამართზე: ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი 9ა; 20 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, 12:00-დან 17:00 საათამდე. ნიმუშებს თან უნდა დაურთოთ გადარიცხვის ფურცელი.
საყურადღებო ინფორმაცია:
• ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.
ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:
იმერული ღვინის ასოციაციის წევრებისთვის კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა, სხვა შემთხვევაში:
ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 80 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
მიმღების სახელი: ა(ა)იპ ქუთაისის ტურიზმის ცენტრი
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში: 750237519
დანიშნულება: იმერული ღვინის კონკურსის საფასური
თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან