

ხარაგაულის სპორტსკოლის დარბაზში ორშაბათს, 24 ივლისს 11:00 საათიდან სისხლის უანგარო დონაციის აქცია იგეგმება.
ამ აქციის ორგანიზატორი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრია. ამ ცენტრის იმერეთის რეგიონის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ამბობს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში სისხლის უანგარო დონაციის კულტურა დაინერგოს.
„სისხლის უანგაროდ გაღება, ფაქტობრივად, ყველაზე დიდი სიკეთეა, რადგან ერთი ადამიანისგან გაღებულ სისხლს სამი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ვცდილობთ, უანგარო დონაციას მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ.
სისხლის უანგარო დონაცია უნდა იქცეს გარკვეულ რუტინულ პროცესად და ჩვენი საზოგადოება ამ პროცესში მუდმივად უნდა იყოს ჩართული“.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!