

ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ორგანიზებით ხარაგაულში ფრენბურთის ტურნირი გაიმართება.
ჩემპიონატი ერთდღიანია და ამიტომ შესარჩევი ეტაპი დილის 10:00 საათზე დაიწყება, play-off კი – 18:00 საათზე.
ფრენბურთის ჩემპიონატზე, ამ დროისთვის, დარეგისტრირებულია 11 გუნდი:
ფრენბურთის ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა 6-10 კაციანი განაცხადები შეგიძლიათ გაგზავნოთ ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ფეისბუქგვერდზე.
პირველ ადგილზე გასული გუნდი 300 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული – 100 ლარით.
საუკეთესო მოთამაშეს ზურაბ თაბუკაშვილი 150 ლარიან ვაუჩერს გადასცემს, მირზა ინასარიძე თავის რჩეულ მოთამაშეს ასევე 150 ლარიანი ვაუჩერით დაასაჩუქრებს.
ფრენბურთის ჩემპიონატი ხარაგაულში მინისტადიონზე გაიმართება.
ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ორგანიზებით ფრენბურთის ჩემპიონატი ხარაგაულში 2017 წლიდან ტარდება.
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის