

იესპერ მოლერი გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი წარმომადგენელია საქართველოში.
მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას რწმუნებათა სიგელი გადასცა, რითაც მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
„ძალზე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში მნიშვნელოვანი მისიით, ხელი შევუწყო ყველა ბავშვის, განსაკუთრებით კი, ყველაზე დაუცველი ბავშვების, უფლებების განხორციელებას.
მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა გავაუმჯობესოთ ბავშვებისა და მათი ოჯახების ცხოვრება საქართველოში.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერთიან ძალისხმევას, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები და წვდომა ხარისხიან ჯანდაცვაზე, განათლებასა და ბავშვთა დაცვის მომსახურებებზე და რომ მათ სრულად შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება, – ამბობს იესპერ მოლერი.
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის