ძლიერი და ხანგრძლივი სიცხეები არასასურველ გავლენას ახდენს მოსახლეობაზე. კვლევებით კი დგინდება, რომ სიცხისგან დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონე, ზოგადად, საკმაოდ დაბალია.
გთავაზობთ რეკომენდაციებს ზაფხულის მაღალი სიცხისგან თავის დასაცავად:
ცხელ დღეებში, ჰაერის გარე ტემპერატურა ხშირად უფრო თბილია, ვიდრე შენობაში. ასეთ შემთხვევებში, დახურეთ ფანჯრები და ოთახები დაჩრდილეთ მზისგან, ფარდებით ან ჟალუზებით. საღამოს, როცა ჰაერი გრილდება, გააღეთ ფანჯრები და გაანიავეთ ბინა. ის ნათურები და ელექტრო ტექნიკა, რომლებსაც არ იყენებთ, გამორთეთ.
თუ იყენებთ კონდიციონერს, გახსოვდეთ, რომ კარებები და ფანჯრები უნდა იყოს დახურული. ვენტილატორი გვეხმარება თავი ვიგრძნოთ უფრო კომფორტულად დახურულ სივრცეში, როდესაც ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბალია. როდესაც ჰაერში ტემპერატურა უფრო თბილია, ვენტილატორი არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან იგი ზრდის სხეულის სითბურ დატვირთვას.
მოერიდეთ გარეთ ყოფნას დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში. თუ თქვენს ბინაში გაუსაძლისად ცხელა, გაატარეთ დრო ისეთ გრილ ადგილებში, როგორიც არის დაჩრდილული პარკი ან კონდიცირებული საზოგადოებრივი ადგილები. როდესაც იმყოფებით გარეთ, მოერიდეთ მცხუნვარე მზეს და დარჩით ჩრდილში.
თუ თქვენი დღე მოიცავს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, შეეცადეთ ამის გაკეთება დილით ან საღამოს. დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში კი დაისვენეთ.
მთელი დღის განმავლობაში დალიეთ საკმარისი რაოდენობის სითხე. გახსოვდეთ, რომ სითხე უნდა დალიოთ, სანამ მოგწყურდებათ. განსაკუთრებით ეს ეხება ხანდაზმულებსა და ბავშვებს.
იცოდეთ, რომ ძალიან ცოტა სითხე გაქვთ დალეული, როდესაც
წყურვილის მოკვლის კარგი საშუალება არის ჩვეულებრივი წყალი. მოერიდეთ ალკოჰოლს და კოფეინს, რადგან ისინი იწვევენ ორგანიზმის გაუწყლოებას. ასევე მოერიდეთ შაქრის მაღალი შემცველობის სასმელებს.
გახსოვდეთ, უნდა ჭამოთ იმდენი, რომ ორგანიზმში მარილის ბალანსი შენარჩუნდეს ნორმალურ მდგომარეობაში. ხშირად მიირთვით კერძები მცირე რაოდენობით. უპირატესობა მიანიჭეთ გრილ და წყლიან საკვებს, როგორიცაა სალათები და ხილი. მოერიდეთ მაღალი შემცველობის ცილოვან საკვებს.
ჩაიცვით მსუბუქად, მოშვებული ტანსაცმელი, რომელიც არ იწვევს გაოფლიანებას. ისეთი ბუნებრივი მასალები, როგორიც არის ტილო და ბამბა, ზაფხულში გრილია.
თავი დაიცავით მზისგან ფართოფარფლებიანი ქუდით, მზის სათვალეებით, გრძელმკლავიანი მაისურითა და გრძელი შარვლით.
გაიგრილეთ სხეული, მაგალითად, გრილი შხაპით, სველი ტანსაცმლით ან ცივი შემოხვევებით. შეცვალეთ საბანი და თეთრეული ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული მსუბუქი ქსოვილებით.
ხანდაზმულებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, შეიძლება დაჭირდეთ მხარდაჭერა და დახმარება ცხელ დღეებში. ყოველ დღე დაუკავშირდით და მოიკითხეთ თქვენი საყვარელი ადამიანების კეთილდღეობა, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფებს, როგორიცაა ხანდაზმულები, გარკვეული მედიკამენტების ქვეშ მყოფი ადამიანები და მარტოდ მცხოვრები ადამიანები. საჭიროების შემთხვევაში დაეხმარეთ საყვარელ ადამიანებს, რათა თავი დაიცვან სიცხისგან.
ბავშვები ყოველთვის ვერ იგებენ, როგორ დაიცვან თავი სიცხისა და მზის შუქისაგან. წაიყვანეთ ბავშვები ჩრდილში და დარწმუნდით, რომ ღებულობენ საკმარისი რაოდენობის წყალს.
არ დატოვოთ ბავშვები, მოხუცები ან ცხოველები გაჩერებულ მანქანაში. თუ თქვენს შვილს გარეთ ეტლში სძინავს, ნუ დატოვებთ ეტლს მზის შუქზე.
თუ თქვენ ან თქვენს საყვარელ ადამიანს აწუხებს ხანგრძლივი ავადმყოფობა, დააკვირდით სიმპტომების გაუარესებას. უპრიანია ექიმთან წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია, თუ როგორ მოქმედებს სიცხე დაავადებაზე ან წამალზე.
სითბურმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, სისუსტე, თავის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მატება.
თუ სიმპტომები გამოვლინდა და მიიღეთ გადახურება, დაისვენეთ გრილ ადგილას და დალიეთ მეტი წყალი. თუ დაახლოებით ნახევარ საათში სიმპტომები შემსუბუქდება და სხეულის ტემპერატურა, რომელიც ჩვეულებრივზე მაღალია, აშკარად ეცემა (0,5 გრადუსით ან მეტით), მაშინ სიმპტომები, სავარაუდოდ, დაკავშირებულია სითბურ სტრესთან. თუ სხეული ინარჩუნებს მაღალ ტემპერატურას, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცხელებითაც.
თუ გამოვლინდება სითბური დაავადების სიმპტომები ან თუ ძირითადი დაავადების სიმპტომები უარესდება, საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. შეგიძლიათ დარეკოთ საკუთარ ჯანდაცვის პროვაიდერთან ან სასწრაფო დახმარების ნომერზე.
ზაფხულში საფუძვლიანად დასვენებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.