

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 170 ათასი ლარია განსაზღვრული. ამ თანხით სკოლებში მცირე ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება იგეგმება.
მოლითისა და სარგვეშის საჯარო სკოლებში ამ მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა.
ამ ორ სკოლაში სამუშაოები, ხელშეკრულებების თანახმად, 28 აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს: „ცენტრალური ბიუჯეტიდან განსაზღვრული თანხით ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის სამასწავლებლოსა და დირექტორის კაბინეტის იატაკის შეცვლაც იგეგმება.
წლის განმავლობაში სკოლის დირექტორებთან და განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოსთან ვმუშაობდით. 2023 წელს ამ სააგენტოსგან მოვითხოვეთ – ხიდარის, ვარძიის, ვაშლევის, გედსამანიისა და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია.
სხვადასხვა ფონდების დაფინანსებით, წელსვე ველოდებით ბორის, ვახანის, ხუნევისა და ბორითის საჯარო სკოლების შენობების სრული რეაბილიტაციის დაწყებას.
განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტო დღე-დღეზე წყალაფორეთის სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად ტენდერს გამოაცხადებს.
2023 და 2024 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სკოლის სრული რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს, რადგან ყველა სკოლამ აუცილებლად უნდა გაიაროს ავტორიზაცია. ამისათვის კი მათი ინფრასტრუქტურა გამართული უნდა იყოს“, – ამბობს მარინე ვეფხვაძე.
ფოტოზე: სარგვეშის საჯარო სკოლა
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა