წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამეერთედ გამოაცხადა და მესამე ათწლეულში გადააბიჯა.
გამომცემლებმა და ავტორებმა 230 წიგნი წარადგინეს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში.
„უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში, გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
- ანა ჯავახიშვილი – სარდაფის ცოლები
- ანუკი შატაკიშვილი – წუთით კოსმოსში
- გიო ზედვაკელი – არავითარი პოეზია
- გიორგი ჯამბურია – ჰაინერ მიულერის პიესები
- გოგა ქობალია – ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად
- გოდე გორგილაძე – რიო დე ჟანეიროს ხელმწიფე
- ეკა მახარაშვილი – ახალი ძველი ამბები
- ელზა გურგენიძე – ზაოდი
- ირაკლი არიშვილი – დასაწყისის დასასრული
- ირაკლი მაჩიტაძე – სიკვდილის ლურჯი ეკრანი
- ოთარ ბიწაძე – სადღაც ჩაძირული გემებია
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
- გუგა მგელაძე – განგაშის პოეზია
- ნანა აბულაძე – ორივე სქესი
- ოთარ ჯირკვალიშვილი – კრიტიკულ-ანალიტიკური წერილები
- საბა მეტრეველი – ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე
წლის საუკეთესო პიესა
- ბასა ჯანიკაშვილი – ვთამაშობთ გამზრდელს
- ბესო ხვედელიძე – მარი ხუანით
- ეკატერინე ტოგონიძე – ექვსი ნოეს კიდობანი
- ვალერი ოთხოზორია – წმინდა ნაწილები
- თამარ ბართაია – შავ-თეთრი
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- გიორგი აბდუშელიშვილი – სხვა ავღანური დღიური
- თეიმურაზ დოიაშვილი, ნათია სიხარულიძე – გალაქტიონი უცენზუროდ
- ლევან ბერძენიშვილი – 1921-1990 ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი
- რატი მუჯირი – მონებს სამოთხეში არ უშვებენ
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
- ლუქა ბაქანიძე – რომელი ხარ სარდაფსა შინა
- ნინო თარხნიშვილი – სიცოცხლის დაზღვევა
წლის საუკეთსო პოეტური კრებული
- დათო ქარდავა – მეორადი ჰომეროსი
- ზაზა კოშკაძე – ამ ლექსის ბოლოს შენ იტირებ
- თემურ ელიავა – ყვავების ფოსტა
- ირმა ბერიძე – კაცმა დარეკა
- ნატო ინგოროყვა – ისმის ჩემი ხმა?
- ნიკა ლაშხია – არ დაელოდო ანგელოზებს
- ნინი ელიაშვილი – სხვა სახელით მოუხდებოდა
- სოსო მეშველიანი – მწერი ქარვაში
- ქეთი გზირიშვილი – ახსნა
წლის საუკეთესო რომანი
- ზაზა ბურჭულაძე – ვარდის სურნელი
- ზურა ჯიშკარიანი – სწრაფი ღამისიერი
- თამარ ფოლადაშვილი – ძვლების წიგნი
- თამრი ფხაკაძე – ჩვენ, თურმელები
- ივა ფეზუაშვილი – მასკარაფორნე
- რატი რატიანი – რომეო იცინოდა
„საბა“ 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალი სექტემბერში გაიმართება, მანამდე კი წაიკითხეთ ფინალისტების წიგნები.