

ლიტერატურულ კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე მესამე წელია ტარდება.
ლიტერატურული კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ საკუთარი, აფხაზეთის თემაზე შექმნილი, პროზაული ნაშრომი (ან ნაწყვეტი).
გაითვალისწინეთ! აუცილებელია საკონკურსო მოთხოვნების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვაში ნაშრომი არ განიხილება.
ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ წინა წლების ფინალისტებს კონკურსში მონაწილეობის მიღება ეზღუდებათ.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 30 აგვისტო.
ლიტერატურული კონკურსის პარტნიორია გამომცემლობა „ინტელექტი“.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა