

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საჩხერეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ეს პირი საჩხერის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, 1 წლითა და 6 თვის ვადით, პირობითი მსჯავრი შეუფარდა.
სამართალდამრღვევმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოეთში, მდინარე საძალისხევზე, თევზჭერის აკრძალული იარაღი – ელექტროშოკური აპარატი გამოიყენა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს.
სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!