

ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ორგანიზებით 29 ივლისს, ხარაგაულში მინი სტადიონზე (ცენტრალური ბიბლიოთეკის უკან) ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართება.
6-10 ადამიანისგან შემდგარი გუნდების რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. ერთ-ერთი ორგანიზატორის დიმა ჩიკვაიძის, ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორი გუნდია დარეგისტრირებული.
ტურნირში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ასაკი შეზღუდული არ არის. ჯგუფებმა რეგისტრაციის გასავლელად ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ფეისბუქის გვერდს უნდა მისწერონ, ან დაუკავშირდნენ დიმა ჩიკვაიძეს.
პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს 300 ლარს, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი 100 ლარს.
ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ორგანიზებით ფრენბურთის ჩემპიონატი ხარაგაულში 2017 წლიდან იმართება. გასულ წელს ჩემპიონატის გამარჯვებული „ღომეეთის“ გუნდი გახდა.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!