ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით ხარაგაულის სპორტულ დარბაზში მოსწავლეთა შორის, დამსახურებული მწვრთნელის, ხარაგაულში თავისუფალი ჭიდაობის ფუძემდებლის, საპატიო ხარაგაულელის ანზორ მაღრაძის ხსოვნის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ამჟამად ქალაქ გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი იანტბელიძე, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი და ხარაგაულის საპატიო მოქალაქე მამუკა არევაძე,  ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ანზორ მაღრაძის აღზრდილი სპორტსმენები და მოსწავლე-ახალგაზრდობა.  ტურნირში გამარჯვებულებისთვის ბატონი ანზორ მაღრაძის ოჯახმა დააწესა ფულადი ჯილდო. ტურნირში მონაწილეობდნენ სპორსტსმენები ხარაგაულიდან, საჩხერიდან, ჭიათურიდან, თერჯოლიდან, ზესტაფონიდან, ლანჩხუთიდან, ბაღდათიდან, ჩოხატაურიდან, ქუთაისიდან და ხაშურიდან.

მონაწილეთა შორის სხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად წარმატებით იასპარეზეს ხარაგაულელმა მოჭიდავეებმა:

ვახო ნიქაბაძე – პირველი ადგილი (69 კგ);
ზურაბ ტოროშელიძე -პირველი ადგილი (57 კგ);
ბარბარე ბარბაქაძე – პირველი ადგილი ( 55 კგ);
ხატია კიკნაძე – მეორე ადგილი (55 კგ);
გიორგი ორთოიძე – მეორე ადგილი(26 კგ);
ირაკლი ჩერქეზიშვილი – მესამე ადგილი (23კგ);
დავით ყანჩაველი – მესამე ადგილი (26 კგ);
იოანე ორთოიძე – მესამე ადგილი(26 კგ);
გაბრიელ ორთოიძე – მეორე ადგილი (29 კგ);
საბა ორთოიძე – მესამე ადგილი(44 კგ);
თამაზ მიქიაშვილი – მეორე ადგილი (110 კგ);
ნიკა კაკოიშვილი – მეორე ადგილი( 74 კგ);
გიორგი თაბუკაშვილი – მეორე ადგილი (86 კგ).

ტურნირი ჩატარდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის ხელშეწყობით და ანზორ მაღრაძის აღზრდილი სპორტსმენის, ბიზნესმენის – მამუკა არევაძის პირადი მხარდაჭერით. ტურნირზე დამსწრე ყველა პირმა ერთხმად აღნიშნა, რომ ანზორ მაღრაძის სახელს და ღვაწლს დავიწყება არ უწერია.

წყარო