

საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2023“ 13 ივნისს დაიწყება და პირველ ივლისამდე გასტანს.
ამ ფესტივალის დირექტორის, მაია პაქსაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ფესტივალი წელს მეთოთხმეტედ ჩატარდება და მასში, ტრადიციულად, იმერეთის თერთმეტივე მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრალური დასები ჩაერთვებიან. ფესტივალს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი უმასპინძლებს.
„წელს ამ ფესტივალში იტალიის ქალაქ ნაპოლისა და აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს თეატრები გვესტუმრებიან, – ამბობს მაია პაქსაშვილი, – შესაძლოა, რუმინეთის თეატრიც შემოგვიერთდეს. სტუმრის სტატუსით ფესტივალზე ასევე მოწვეულია თბილისის თავისუფალი თეატრი.
13 ივნისს ფესტივალს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი გახსნის ანჯეი სარომონოვიჩის კომედიის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „ტესტესტერონი“ (რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე).
ხარაგაულის სახალხო თეატრი ფესტივალზე მწერალ დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „დოდოს მოლოდინში“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) წარსდგება. მესხიშვილის თეატრის სცენაზე ხარაგაულის თეატრი, სავარაუდოდ, 20 ივნისს ითამაშებს.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის