რიკოთის ავტობანის მშენებელობაზე დასაქმებული მამაკაცი უბისაში მშენებარე ხიდზე სამუშაოების შესრულებისას მდინარეში გადავარდა.
მისი ცხედარი მაშველებმა შროშაში, მდინარეში იპოვეს.
52 წლის მამაკაცი რ. ბ. ბორითში ცხოვრობდა. მას მოხუცი მამა, მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.
გარდაცვლილის თანამშრომლები ამბობენ, რომ მას მშენებარე ხიდზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
რიკოთის ავტობანის უბისა-შორაპნის მონაკვეთს „ჩინეთის გზების და ხიდების კორპორაცია“ აშენებს.
დასაქმებულის გარდაცვალების ფაქტს „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“ გამოეხმაურა. მათი განცხადებით, „რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირსა და ჩინურ კომპანიას შორის წლების წინ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები უსაფრთხოების ნორმების გამოსწორებასა და სახელფასო ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით, რა დროსაც კონკრეტული შეთანხმება გაფორმდა.
მიუხედავად ამისა, ზოგადად რთული მდგომარეობაა აღნიშნულ მშენებლობებზე. კომპანიები და მათი ქვეკონტრაქტორები, ხშირ შემთხვევაში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას ვერ ახერხებენ. დასაქმებულებს სპეციალური ხარისხიანი აღჭურვილობა არ აქვთ“.
„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“, ამ ფაქტთან დაკავშირებით, სამშენებელო ობიექტის ინსპექტირების პროცესში ჩართვას მოითხოვს. ორგანიზაცია ასევე მზადაა, დაზარალებულის ოჯახს სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.