სოფლის განვითარების სააგენტო მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამას იწყებს. როგორ უნდა ჩავერთოთ ამ პროგრამაში, ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე კაპანაძე გვესაუბრება.
– პროგრამის მიზანია, რომ იმ ადგილებში, სადაც ეკონომიკური აქტივობა შედარებით დაბალია, ახალი ბიზნეს საქმიანობა წავახალისოთ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ბიზნესიდეა აუცილებლად უნდა განხორციელდეს მაღალმთიან დასახლებაში. პროგრამაში ჩართვისთვის განაცხადების მიღება 20 ივნისს დაიწყება.
პროგრამის ფარგლებში სააგენტო მხარს დაუჭერს გრძელვადიანი აქტივების შექმნას. დაფინანსდება ახალი ბიზნეს საქმიანობები ე. წ. სტარტაპები.
ამ პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეა დაფინანსდება მინიმუმ 30 ათასი და მაქსიმუმ 100 ათასი ლარით. თანადაფინანსება შეადგენს პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. პროგრამის მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას.
ახალგაზრდებისა და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება სააგენტოს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომ პროგრამის ფარგლებში მათთვის სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს. თუ ჩვეულებრივ შემთხვევაში ბიზნესის თანადაფინანსება სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან 50%-ია, ახალგაზრდებისთვის (18-35 წელი) და კოოპერატივებისთვის – 60% იქნება. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ მხოლოდ მეწარმე იურიდიულ პირს, მაგალითად შპს-ს ან ინდივიდუალურ მეწარმეს.
პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხა შეიძლება იყოს როგორც საკუთარი სახსრები, ასევე სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან მიღებული სესხი ან სხვა დონორი ორგანიზაციისგან მოზიდული გრანტი.
სასტუმროების ან საოჯახო სასტუმროების (გესტჰაუსი) დაფინანსების შემთხვევაში, მას უნდა ჰქონდეს არანაკლებ ხუთი ნომერი და ორი სველი წერტილი.
ამ პროგრამის ფარგლებში, განაცხადები ელექტრონული ფორმით მიიღება. პროგრამაში ჩასართავად უნდა შეხვიდეთ სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე (rda.gov.ge). აირჩევთ „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამას“, გაივლით ავტორიზაციას, ელ. ფოსტისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით; შეავსებთ განაცხადის ფორმას, ბიზნეს მოდელს და ატვირთავთ დოკუმენტებს, რომელთა ჩამონათვალიც ამავე ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
პროგრამის ბიუჯეტი ამ ეტაპზე შეადგენს 50 მილიონ ლარს და დაფინანსდება 50-დან 166-მდე ბიზნეს იდეა.
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში დაწესდა გარკვეული შეზღუდვები იმის გამო, რომ დუბლირება არ მომხდარიყო ამ დრომდე მოქმედ პროგრამებთან – „დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგრო კრედიტი“, „მერძევეობის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომა“.
ამ ახალი პროგრამით არ დაფინანსდება: სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების მიმართულება; თამბაქოს წარმოება; აზარტული თამაშები; სავაჭრო ობიექტები; ექსტრემალური სპორტი; სალომბადო მომსახურება; სამშენებლო საქმიანობა; სასაკლაოს მოწყობა; უძრავი ქონებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა; პოლიტიკური, რელიგიური, საქველმოქმედო საქმიანობა; სატრანსპორტო მომსახურება; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.