პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის, ასევე ქიმიისა და გეოგრაფიის სწავლების ფარგლებში ბორის საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგის, ქეთევან პავლაძის, ორგანიზებით ამ სკოლის IX და XI კლასების მოსწავლეებისთვის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სასწავლო ექსკურსია მოეწყო.
მოსწავლეები გაეცნენ ქარხნის მუშაობის სპეციფიკას, წარმოებული პროდუქციის მნიშვნელობას, სიახლეებს, რომლებიც ტექნოლოგიურ პროცესში ინერგება. მიიღეს ინფორმაცია იმ პროფესიების შესახებ, რომელიც საჭიროა ქარხანაში მუშაობისთვის. ადგილზე გაეცნენ შრომის უსაფრთხოების პირობებს. დაათვალიერეს ქიმიური ლაბორატორია, სადაც დგინდება მადნის და შემდგომ წარმოებული პროდუქციის შედგენილობა.
„ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობ, მოსწავლეებისთვის სასწავლო ხასიათის ექსკურსიები მოვაწყო, – ამბობს ქეთევან პავლაძე, – ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ჩვენი სკოლის მოსწავლეები, უკვე რამდენიმე წელია, მომყავს. ისინი რამდენიმე მიმართულებით იღებენ ინფორმაციას – ქიმიისა და გეოგრაფიის, ასევე – პროფორიენტაციის კუთხით; ანუ, ამ ექსკურსიების მიზანი ინტეგრირებულია და არა მხოლოდ ერთი საგნის სწავლება ან პროფესიული ორიენტაცია. მოსწავლეები ეცნობიან სამუშაო პირობებს, ასევე – თუ რომელი დარგის სპეციალისტები მუშაობენ ქარხანაში; რა განათლებასა და უნარებს საჭიროებს ეს საქმე. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით, რომ მათ ჰქონდეთ ზუსტი და სწორი ინფორმაცია მიმდინარე საწარმოო პროცესებთან დაკავშირებით. ამიტომ ვცდილობ, მაქსიმალურად ჩავრთო მოსწავლეები; სკოლის გარეთ მივიღოთ არაფორმალური განათლება, რომ სკოლის დასრულების შემდეგ თავად გადაწყვიტონ, რომელ პროფესიაში ურჩევნიათ საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა“.
„ქარხანაში დავათვალიერეთ, თუ როგორ იწარმოება სხვადასხვა სახის შენადნობები და მოვინახულეთ ქიმიური ლაბორატორია, – ამბობს ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე თამთა პავლაძე, – საკმაოდ შემეცნებითი ექსკურსია გამოვიდა. არ მოველოდი, თუ ამხელა ტერიტორია ეკავა ამ ქარხანას. ჩემთვის გასაკვირია, რომ თურმე საქართველოს ბიუჯეტის 3% ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის შემოსავლებიდან ივსება“.
„ვფიქრობ, მოსწავლეებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დათვალიერება მოეწონათ და რამდენიმე დაინტერესდა კიდეც შესაბამისი განათლების მიღებით, რომ აქ გააგრძელონ თავიანთი მომავალი საქმიანობა“, – ამბობს ბორის სკოლის დირექტორი მაია გაგოშიძე.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.