

მიმდინარეობს კონკურსი საპროექტო იდეებისთვის, რომელთა მიზანიცაა საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება, რეგიონებიდან მოსახლეობის გადინების შემცირება და რეგიონული ცენტრების განვითარება. კონკურსი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის, „EU4ITD — ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL), ფარგლებში გამოაცხადა.
კონკურსი გურიის, იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ რეგიონულ პროექტებს სამი პრიორიტეტული მიმართულებით დააფინანსებს. ესენია: ურბანული განახლება, ტურიზმის განვითარება და შემოსავლების გენერირება/ეკონომიკური გააქტიურება.
თითოეული გრანტის მინიმალური მოცულობა 50,000 ლარია. გრანტების მაქსიმალური მოცულობა კი დამოკიდებულია პროექტის სფეროზე: ურბანული განახლებისა და ტურიზმის განვითარების პროექტებისთვის გათვალისწინებულია 800,000 ლარი, ხოლო შემოსავლების გენერირების/ეკონომიკური გააქტიურების პროექტებისთვის — 500,000 ლარი.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ივნისი.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა