2022 წლის სექტემბრიდან ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში მანდატურის ინსტიტუტი ამოქმედდა.
თავდაპირველად ძალიან გვაღიზიანებდა მანდატურის სამსახური, გვეშინოდა, ვერ ვხვდებოდით, რა საჭირო იყო მათი მოსვლა ჩვენს სკოლაში, როდესაც ისედაც კარგად ვარეგულირებდით სასკოლო ცხოვრებას და არაფერს ვაფუჭებდით.
პირველივე გასაუბრებისას აღმოვაჩინეთ, რომ ისინი ჩვენს დასასჯელად არ იყვნენ მოსულები, ისინი დაიცავდნენ ჩვენს უსაფრთხოებას, სასკოლო ცხოვრებას და იმეგობრებდნენ კიდეც ჩვენთან. ნელ-ნელა შევეჩვიეთ, ვსაუბრობთ. ვხვდებით, რომ საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო სამსახურია.
თვითმმართველობის დღეს, როდესაც ყველა ბავშვი აქტიურად ჩართული იყო სასკოლო ცხოვრებაში, მე მანდატურის როლი შემხვდა.
დილითვე ჩამაცვეს მანდატურის ფორმა, მანახეს, როგორ მუშაობდა ვიდეოკამერები, როგორ უნდა მქონოდა ყურადღების ცენტრში სკოლის წინა თუ უკანა ეზო, მედევნებინა თვალი მოთამაშე ბავშვებისთვის. გამეკონტროლებინა სკოლაში შემომსვლელი უცხო პირი, დავხმარებოდი ბავშვებს ან დიდებს, საშვით გასული მოსწავლისთვის დრო შემეხსენებინა და უამრავი წვრილმანი.
მეგონა, გაკვეთილების მიმდინარეობისას მაინც დავჯდებოდი მშვიდად და დავისვენებდი. თუმცა ასე არ ყოფილა. მანდატური გაფაციცებით უნდა ადევნებდეს თვალს გაკვეთილების პროცესს. ჩემთან ერთად მანდატური არჩილ მეიფარიანი (IX კლასი) იყო.
ორივე ძალიან ვცდილობდით, ღირსეულად შეგვესრულებინა დაკისრებული მოვალეობა. დღის ბოლოს ქანცგაწყვეტილები ვისხედით შემაჯამებელ შეხვედრაზე.
თვითმმართველობის დღემ დამარწმუნა, რომ მანდატურის პროფესია არის ძალიან საპასუხისმგებლო, საჭირო, საინტერესო და შრომატევადი საქმიანობა, რომელსაც აღმოჩენა სჭირდება.
ნინო შველიძე
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო