

პოპულარული თამაშის „რა? სად? როდის?“ ევროპული ტური 10 ივნისს ბათუმიდან დაიწყო.
მარათონში ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო. თამაშის კითხვები, სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, იმგვარად მომზადდა, რომ მათ, მხიარული და ინტერაქტიური ფორმით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეძლონ. მარათონი საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისშიც გაგრძელდება.
„ევროკავშირი აქტუალურია ყველა ასაკის ადამიანისათვის. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ყველა ადამიანის საფიქრალს წარმოადგენს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია ჰქონდეთ.
ვიმედოვნებთ, რომ, „რა? სად? როდის?“ ევროპული ტურით, ჩვენ შევძლებთ მომდევნო თორმეტი თვის განმავლობაში ახალგაზრდებს ცოდნა მხიარული და სახალისო გზით გავუზიაროთ“, აღნიშნა აგატა ნიებოიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების ჯგუფის ხელმძღვანელმა.
წლის განმავლობაში თამაშები საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში და თბილისის თერთმეტ რაიონში, აგრეთვე, არასრულწლოვანთა კოლონიაში ჩატარდება. თამაშში მონაწილეობის მიღება და ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება VIII-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.
„რა? სად? როდის?“ თამაშების სერიას ავტორი და საქართველოს კლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე გაუძღვება. თამაშების წამყვანები კლუბის სხვა წევრებიც იქნებიან.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.