

დღეს, 19 ივნისს, ხარაგაულში ოლიმპიური ცეცხლი შემოვიდა.
ოლიმპიური ცეცხლის შესახვედრად ხარაგაულში დილიდანვე ემზადებოდნენ. ოლიმპიურ მაისურებსა და ქუდებში გამოწყობილი მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეეგებნენ ოლიმპიურ ცეცხლს.
ხარაგაულში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლის ღონისძიება დაიწყო დევების წყაროდან, საიდანაც ცეცხლი ექვსმა ხარაგაულელმა სპორტსმენმა – ლაშა გიგაშვილმა, ზურაბ კვაშილავამ, ზაურ ბერაძემ, ლაშა ღონღაძემ, ვლადიმერ მანჯავიძემ კულტურისა და დასვენების პარკამდე მოიტანეს. პარკის ღია ესტრადაზე ოლიმპიური ცეცხლი თედო ებანოიძემ შემოიტანა.
ხარაგაულის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მითიური ცეცხლი, რომელიც პრომეთემ მოსტაცა ოლიმპოს მთიდან ზევსს, გახლავთ სიმბოლო სითბოსი, სიკეთისა და სიყვარულისა. მისივე თქმით, ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა ხარაგაულისთვის ისტორიული დღეა.
ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლის შემდეგ საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 13 ივნისის სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულსა და საქართველოს უსურვა გამარჯვებები ოლიმპიურ თამაშებში.
„ვისურვებ, რომ ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა ყოფილიყოს წინსვლისა და წარმატების საწინდარი. ვისურვებდი, რომ საქართველოში მარად ენთოს გამარჯვების ჩირაღდანი,“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ.
ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ გაიხსენა საქართველოს მიღწევები ოლიმპიურ თამაშებში – 1952 წელს პირველად საქართველოს ისტორიაში ქალაქ მელბურნში სამი ქართველი გახდა ოლიმპიადის გამარჯვებული. შარშან კი ოლიმპიადაში შალვა დათუაშვილმა გაიმარჯვა.
ოლიმპიური ცეცხლის მეჩირაღდნეები ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.
„მივესალმები ჩემს ხარაგაულს. დიდი პატივია, რომ დღეს ოლიმპიური ცეხლი ხარაგაულში ჩვენ შემოვიტანეთ. დიდი მადლობა ხარაგაულს ასეთი ლამაზი დახვედრისთვის,“ – აღნიშნა სპორტსმენმა თედო ებანოიძემ.
ხარაგაულიდან ოლიმპიური ცეცხლი თერჯოლის მუნიციპალიტეტში გააცილეს.
საბერძნეთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად 26 მაისს შემოვიდა. ოლიმპიური ცეცხლი 14 ივლისამდე საქართველოს 67 მუნიციპალიტეტს მოივლის. ევროპის მეცამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში, 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3800 მონაწილე ესტუმრება.
თამთა გოგოლაძე
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში