

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლამდე გადავადდა.
სამინისტროსგან გავრცელებული ინფორმაციით, „მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რომელიც დამატებით მოგვცემს საშუალებას სწორად გავაანალიზოთ საჭიროებები.
ეს პერიოდი გვინდა, გამოვიყენოთ პროცესზე დასაკვირვებლად, რომელიც სისტემაში პირველად მიმდინარეობს. გავაანალიზოთ და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები არ იყოს ორიენტირებული მოკლევადიანი ამოცანების გადაჭრაზე, არამედ ეფუძნებოდეს გრძელვადიან სისტემურ ხედვას.
გამოცდის გადავადება არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლებს მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებს მუდმივად ჰქონდეთ სრული მხარდაჭერა სისტემის ყველა რგოლისგან პროფესიული განვითარებისთვის და ასევე, ყოველწლიურად ჰქონდეთ მრავალმხრივი შესაძლებლობა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელონ კარიერული წინსვლა.“
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა