

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურისა და „სათნოების სახლის“ ორგანიზებით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ღონისძიება გაიმართა.
მასში სხვადასხვა ანიმაციური ფილმების პერსონაჟები ჩაერთვნენ. ანიმატორები ბავშვებთან ერთად ცეკვავდნენ და მღეროდნენ.
„მსგავსი ღონისძიება გასულ წელსაც ჩავატარეთ. ბავშვები ძალიან გაერთნენ და გახალისდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ანიმატორები წელსაც მოგვეწვია.
დღევანდელ ღონისძიებაში 47 ხარაგაულელი სოციალურად დაუცველი ბავშვი მონაწილეობს“, – ამბობს მერიის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი განათლების საკითხებში ლელა შარიქაძე.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!