სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს.
მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც დიდი რაოდენობით მავნებელი დაფიქსირდა, მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები.
სპეციალიზებული ტექნიკით წამლობა ცივი შესხურების ტექნოლოგიით, წინასწარ განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე ტარდება.
ამ ეტაპისთვის, დასავლეთ საქართველოში განთავსებულია 32 430 ასეთი სადგური (სამეგრელო-ზემო სვანეთი – 12 210, იმერეთი – 12 090, გურია – 4470, აჭარა – 3030, რაჭა – 630).
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემდეგ ეტაპზე, თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლება სოფლისა და ტყის პერიმეტრები, სიმინდის მასივები, ჯაგნარები.
უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ასევე ფუტკრის დაცვის მიზნით, ტერიტორიები თერმული ნისლით ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით დამუშავდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით, თერმული ნისლით დამუშავების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გამოქვეყნდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,