ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022“-ის რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 30 მაისს, სასტუმრო ბილტმორ თბილისში გაიმართა.
კონკურსის მიზანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია. კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ბიზნეს კომპანიები მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა და ინიციატივებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მდგრადი განვითარების სფეროში.
წლევანდელ ღონისძიებაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სფეროს საერთაშორისო ექსპერტებმა კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოვეს.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) დირექტორის ეკა ურუშაძის განცხადებით: „კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნეს კომპანიებისათვის მომავალ განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიაა. მომხმარებლები, თანამშრომლები და საზოგადოება უფრო მეტად ითხოვენ კომპანიებისგან აქტიურ მონაწილეობას გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული საკითხების გადაჭრაში. შესაბამისად, Meliora-ს მსგავსი კონკურსები ეხმარებათ ბიზნესკომპანიებს უფრო მეტად განავითარონ თავიანთი სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები და გააცნონ ისინი საზოგადოებას“.
საზეიმო ღონისძიებას 250 ადამიანი დაესწრო, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები.
„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022“-ს გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდნენ:
გამარჯვებული მსხვილი კომპანია: თეგეტა ჰოლდინგი, პროექტი „თეგეტა გარემოსთვის“
გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია: „ბიოდიზელ ჯორჯია“, პროექტი „ბიოსაწვავი ნარჩენებისაგან – სუფთა გარემო და ენერგოდამოუკიდებლობა“
გამარჯვებული მსხვილი კომპანია: მეიჯერელ საქართველო, პროექტი „Feel Good”
გამარჯვებული მსხვილი კომპანია: ეიპიემ ტერმინალს ფოთი, პროექტი „ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“
გამარჯვებული მცირე და საშუალო კომპანია: ედენა, პროექტი „ედენას გოგოების მხარდაჭერა მოტივაციადაკარგულ ქალებს“
გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანია: Qwerty, პროექტი „Supergmiri.ge-ს მხარდაჭერა“
გამარჯვებული მსხვილი კომპანია: თიბისი ბანკი, პროექტი „2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში“
გამარჯვებული: ანა კუხალეიშვილი, კომპანია „ბიმ კუბი“
გამარჯვებული მცირე და საშუალო ზომის კომპანია: ემბისი
„Meliora 2022“ კონკურსის ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, ირლანდია, ისრაელი, ავსტრია, ნორვეგია, შვედეთი, ლიეტუა, ლატვია და უნგრეთი) და ქართველი ექსპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; შექმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საინფორმაციო ჰაბი და დააარსა ყველაზე გამორჩეული ჯილდო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში – „Meliora“.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,