ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მაია ბარბაქაძე, საქართველოდან ხუთ მასწავლებელთან ერთად, ინდოეთში ინტერაქტიული პროგრამის – „BIKEP india სეზონი 2“-ის საერთაშორისო სესიაზე მიიწვიეს.
ეს სესია ინდოეთში 2023 წლის 25 ივლისიდან 31 ივლისამდე გაიმართება და მასში მასწავლებლები მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ჩაერთვებიან.
როგორ ჩაერთო ამ პროგრამაში და რა მოლოდინები აქვს საერთაშორისო კონფერენციიდან, – ამ შეკითხვით მაია ბარბაქაძეს მივმართეთ.
„პროგრამაში – „BIKEP india სეზონი 2“- ჩართვის იდეა შორაპნის სკოლის მასწავლებელმა, ინგა ხარჩილავამ შემომთავზა, – ამბობს მაია ბარბაქაძე, – ის ამ პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოში.
სასწავლო წლის განმავლობაში, რამდენჯერმე ონლაინ შეხვედრაში ჩავერთე, – ინგლისურ ენაზე წარვადგინე მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან გამომდინარე, თუ რა აქტივობებს ვახორციელებთ სკოლაში. ონლაინ კონფერენციაში მოსწავლესთან ერთადაც ვმონაწილეობდი.
შემდეგ ორგანიზაციამ დასკვნით ღონისძიებაზე მიმიწვია. სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია უნდა წარვადგინო. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა განვითარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის“.
„BIKEP india სეზონი 2“-ის მიზანია, საერთაშორისო დონეზე გამოცდილებების გაცნობა-გაზიარება. სესიის ფარგლებში გაიმართება კონფერენციები, ტრენინგები, შეხვედრები. დაგეგმილია სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სკოლებში ვიზიტები.
პროექტის მონაწილეები გაეცნობიან ინდოეთის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიას, მოზარდების სასკოლო თუ სკოლისგარეშე ცხოვრებას, მათ ყოველდღიურობას. სესიის მონაწილეებისთვის მოეწყობა სათავგადასავლო ტურები“.
წარმატებებს ვუსურვებთ მაია ბარბაქაძეს.
2025 წლის იანვრიდან მერიისა და საკრებულოს თანამდებობის
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
პარლამენტთან მიმდინარე მედიის წარმომადგენლების
ზამთრის არდადეგების შემდეგ, დღეს, 20 იანვარს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი
მეორე დღეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს.