ხარაგაულის სალოტბარო სკოლის ორგანიზებით, 23 მაისს ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება კონცერტი „მეგობრული საღამო“, რომელშიც, მასპინძლებთან ერთად, ახალციხის, ზესტაფონისა და სამტრედიის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტზე შესრულდება იმერული და მესხური სასიმღერო ნიმუშები.
ხარაგაულის სალოტბარო სკოლა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნულ კონკურსში ჩაერთო. კონკურსის პირველი ტური ქუთაისში, ხოლო მეორე ტური თბილისში გაიმართა.
ხარაგაულის სალოტაბრო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსზე „შრომის სიმღერა“ და „იმერული მრავალჟამიერი“ წარმატებით შეასრულეს. კონკურსის შედეგები ერთ კვირაში გამოცხადდება.
„ეს კონკურსი ყოველწლიურად იმართება, – ამბობს ხარაგაულის სალოტბარო სკოლის ლოტბარი მაია მაღრაძე, – პანდემიის დროს შეჩერებული იყო და წელს განახლდა. ივნისში მიწვეულები ვართ ფესტივალში „მომავლის ხმები“, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით იმართება.
მუდმივად ვერთვებით სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში, ზოგ მათგანში ჩვენი ხარჯებით მივდივართ, ზოგჯერ ფოლკლორის ეროვნული ცენტრი გვაფინანსებს. ფესტივალებში მონაწილეობისთვის გვჭირდება ფორმები, თუმცა ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გვაქვს.
ამიტომ, ახლახან გამართულ ფესტივალზე ჩვენი გუნდის წევრები თეთრი მაისურებით წარსდგნენ. მწყობრიდანაა გამოსული საკრავები, რომელთაც მეცადინეობის დროს ვიყენებთ. სალოტბარო სკოლას მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება“.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი