

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა (დირექტორი იზა ვეფხვაძე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს 10 ივნისს მიმართა 9 ათასი ლარის მოთხოვნით.
„მოგახსენებთ, რომ რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრს სახელფასო ფონდში ესაჭიროება 3 500 ლარი, – აღნიშნულია მოხსენებით ბარათში, – თეატრის მოახლოებული 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაიმართოს ივნისის ბოლოს, ღონისძიების დასაფინანსებლად დამატებით გვესაჭიროება: სარეკლამო ხარჯი 1 000 ლარი (ბანერები, აფიშები, მოსაწვევები, პროგრამები, საიუბილეო გაზეთი, სცენის მოწყობა, დეკორაციები), ტრანსპორტირებისა და ღამისთევის ხარჯი 1 000 ლარი, სტუმრების გამასპინძლების ხარჯი (ფურშეტი, სადილი) – 3 000 ლარი, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული სიმღერის ჩაწერის ხარჯი – 500 ლარი; სულ – 9 000 ლარი.“
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა ლიტერატურულ თეატრს 5 ათასი ლარი გამოუყო 20 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიების ხარჯებისთვის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 17 ივნისს რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირა ლიტერატურული თეატრისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 5 ათასი ლარის გამოყოფას.
ხარაგაულის ქუჩებში ხშირად შენიშნავთ სასიამოვნო გარეგნობის, ჩქარი ნაბიჯებით
2026 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ აბიტურიენტებისთვის,
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ესაია, 7:14).
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში