სასწავლო წლის მიწურულს, ტრადიციულად, ხარაგაულის #2 სკოლაში თვითმმართველობის დღე იმართება. ერთი დღით სკოლას მოსწავლეები მართავენ. ისინი ირგებენ დირექტორის, მასწავლებლების, ექიმის, ბიბლიოთეკარის, მანდატურის როლებს.
ამ სკოლის დირექტორი მადონა ულუმბელაშვილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის დღე ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, პირველ რიგში, მოსწავლეებისთვის – ისინი გაკვეთილს გეგმავენ, იძიებენ რესურსებს, სხვადასხვა ინფორმაციას და თანატოლ მოსწავლეებთან გაკვეთილის ჩასატარებლად განსაკუთრებით ემზადებიან.
მადონა ულუმბელაშვილის თქმით თვითმმართველობის დღის უმთავრესი მიზანია, რომ მოსწავლეები მასწავლებლის პროფესიით დაინტერესდნენ.
მოსწავლე-დირექტორი არმაზ შავიძე ამბობს, რომ სკოლის დირექტორობა ძალიან რთული საქმეა. ის თვლის, რომ დირექტორზეა დამოკიდებული, როგორი იქნება სასკოლო ცხოვრება. ამიტომ სკოლის დირექტორი სამაგალითო უნდა იყოს.
არმაზი მასწავლებლობაზე ყოველთვის ფიქრობდა. თუმცა, მომავალ პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩია. არ გამორიცხავს, რომ მასწავლებლადაც იმუშაოს და ეს ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია იტვირთოს.
მარიამ ბერაძე თვითმმართველობის დღეს დირექტორის მოადგილეც გახლდათ და ქიმიის მასწავლებელიც. წლებია, ის ამ დღეს ქიმიის ან ბიოლოგიის გაკვეთილებს ატარებს. მარიამი ამბობს, რომ კლასში ასახსნელ მასალას წინასწარ წიგნში გადახედავს ხოლმე და ინფორმაციებს ინტერნეტითაც იძიებს. ცდილობს, არაფერი გამორჩეს. მასწავლებლის როლში მყოფი მარიამი ითავისებს, თუ რას გრძნობენ მასწავლებლები გაკვეთილზე და მათ მიმართ უკეთესი დამოკიდებულება ექმნება.
მეხუთე კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ჩაატარა თამაზ ხაჩიძემ. „თავად რომ გამოვცადე, როგორია მასწავლებლობა, თუ რამხელა შრომა უწევთ ყოველდღიურად, მათ მდგომარეობაში შევედი, – ამბობს თამაზი, – დღევანდელმა დღემ ჩემზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა. მასწავლებლები ჩემთვის უფრო მეტად დასაფასებლები გახდნენ“.
მერვეკლასელ თამაზ მიქიაშვილს თანატოლებისგან ჩატარებული გაკვეთილები ძალიან მოეწონა, რადგან მოსწავლე-მასწავლებლები კარგად მომზადებულები იყვნენ და საინტერესოდ საუბრობდნენ.
ნია ფოფხაძესთვის სასიამოვნოა, გაკვეთილს ის ადამიანი რომ უტარებს, ვისაც მისნაირი თვისებები აქვს, შედის თანატოლის მდგომარეობაში და ვითარებას ადვილად იზიარებს.
ქიმიის მასწავლებელი ლია რამინიშვილი იხსენებს, რომ მოსწავლეები თვითმმართველობის დღეს ყოველთვის დიდი ხალისით, ყურადღებით, პასუხისმგებლობითა და მონდომებით ეკიდებიან.
ლია რამინიშვილის თქმით, ამ დღეს მოსწავლეებისგან მასწავლებლებიც ბევრ რამეს სწავლობენ – ახალგაზრდების მისწრაფებებსა და შეხედულებებს სხვაგვარად ხედავენ.
ლია მასწავლებლისთვის თვითმმართველობის დღეს ყოველთვის დადებითი ემოცია მოაქვს და მოსწავლეებთან კიდევ უფრო მეტად აახლოებს.
მისი შეფასებით, ყველაზე მთავარია, რომ მოსწავლეები თანადგომას სწავლობენ – უნდათ, მეგობარ მასწავლებელს გვერდით დაუდგნენ, უპასუხონ, გამოაჩინონ.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი