

ოლიმპიური ცეცხლი ხარაგაულში 19 ივნისს, 12 საათზე შემოვა. ამის შესახებ ხარაგაულის საკრებულოს წევრმა მარინე ვეფხვაძემ რიგგარეშე სხდომაზე 17 ივნისს ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, „ოლიმპიური ცეცხლი ხარაგაულში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იქნება. ოლიმპიურ ცეცხლს ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში შემოიტანენ. თბილისის სტიქიის გამო მოკრძალებული იქნება საზეიმო ღონისძიება.
ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრს (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) დაევალა. მათი შედგენილია ხარჯთაღრიცხვაც. ოლიმპიური ჩირაღდანის შემოსვლის ღონისძიებებისთვის საჭიროა 5 ათასი ლარი,“ – აღნიშნა მარინე ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად ბათუმში 26 მაისს შემოვიდა. ოლიმპიური ცეცხლი 14 ივლისამდე საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს მოივლის.
ევროპის მეცამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში, 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3800 მონაწილე ესტუმრება.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,