

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.
„ხშირია შემთხვევა, როცა შინაური ცხოველი ანადგურებს მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, მწვანე ინფრასტრუქტურას და პრაქტიკა ცხადყოფს, რომ არსებული ჯარიმა არ არის შემაკავებელი. ჯარიმების გამკაცრება უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასასურველი ვითარების გაუმჯობესებას“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
ცვლილებების თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გამოყვანა ბულვარში, პარკში ან სკვერში, ნაცვლად გაფრთხილებისა ან 20 ლარიანი ჯარიმისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 50 ლარისა.
თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა.
ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,