17 მაისი – ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე – ეძღვნება არტერიული წნევის შემოწმების მნიშვნელობის ხაზგასმას და ცნობიერების ამაღლებას 1 მილიარდი ადამიანისათვის, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი წნევით მთელს მსოფლიოში.

მაღალი არტერიული წნევის, ანუ ჰიპერტენზიის დიაგნოზი ისმევა, როდესაც ადამიანის სისტოლური (ზედა) წნევა მუდმივად აღემატება 140 mm Hg-ს და/ან დიასტოლური (ქვედა) წნევა მუდმივად 90 mm Hg-ის ზემოთაა.

არტერიული ჰიპერტენზია არის გულის დაავადების, ინსულტის, თირკმლის გართულებებისა და ნაადრევი სიკვდილის ერთ-ერთ რისკფაქტორი. მას ჩუმ მკვლელს უწოდებენ, რადგან ბევრი ისე ატარებს მაღალ წნევას, რომ ამის შესახებ არც კი იცის. საბედნიეროდ, მისი თავიდან აცილება და მართვა შესაძლებელია არტერიული წნევის რეგულარული შემოწმებით და მკურნალობით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ჰიპერტენზიის თავიდან ასარიდებლად:

  • შეამცირეთ მარილის მოხმარება, მარილის დღიური დოზა უნდა შეადგენდეს 5 გრ-ს (არასავსე ჩაის კოვზი), მასში შედის საკვებში შემავალი მარილიც;
  • იკვებეთ ჯანსაღად! მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, მოერიდეთ ცხოველურ და ცხიმიან საკვებს;
  • იმოძრავეთ მეტი, ივარჯიშეთ რეგულარულად, ფეხით იარეთ 30-40 წთ. დღის განმავლობაში;
  • უარი თქვით თამბაქოზე, მოერიდეთ მის კვამლს;
  • ერიდეთ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას;
  • მოერიდეთ და შეძლებისამებრ გაუმკლავდით სტრესს;

დაავადების პირველ ეტაპზე პროფილაქტიკური ღონისძიებები დაგეხმარებათ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობაში. თუ აღნიშნული ფაქტორების დაცვა და განხორციელება უშედეგოა, არტერიული წნევის მაჩვენებლის დასარეგულირებლად საჭიროა დაიწყოს მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელიც აუცილებელია ექიმმა დანიშნოს.

ჰიპერტენზია შემთხვევათა 95 %-ში ესენციური, ანუ პირველადია და მისი ზუსტი მიზეზი უცნობია. დანარჩენ შემთხვევაში წნევის მომატების მიზეზად შეიძლება განიხილებოდეს სხვადასხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები და ცხოვრების არაჯანსაღი წესი, როგორიცაა:

  • თამბაქოს მოწევა;
  • დაბალი ფიზიკური აქტივობა;
  • მარილის ჭარბი მოხმარება;
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
  • სტრესები, და ნერვული დაძაბულობა;
  • სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე;
  • შაქრიანი დიაბეტი.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი, ჰიპერტენზიის კვირეულთან დაკავშირებით, 17 მაისიდან იწყებს ღონისძიებეს, მოსახლეობის ინფორმულობის გასაზრდელად, არტერიული ჰიპერტენზიისა და ზოგადად წნევის სწორად გაზომვის შესახებ.

ჰიპერტენზიის კვირეულთან დაკავშირებით ამ სამსახურისგან დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობები, მაისის ბოლომდე გაგრძელდება.