ხარაგაულის მუნიციპალიტეტი წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) პროექტში ჩაერთო.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგონებისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და იურიდიული დახმარება უკვე ხარაგაულშიც იქნება შესაძლებელი.
ამ ორგანიზაციის ქუთაისის წარმომადგენლებმა ნანა იდაძემ და თეა ფანჩულიძემ დღეს, 16 მაისს, საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულში საჯარო მოხელეებთან და ძალადობაგამოვლილ ქალებთან გამართეს.
„შეხვედრის მონაწილე საჯარო მოხელეებს პროექტის შესახებ ვესაუბრეთ და შემდგომი თანამშრომლობის გზები დავსახეთ, – ამბობს ნანა იდაძე, – ძალადობის მსხვერპლებს კი განვუმარტეთ, თუ რა მომსახურების გაწევა შეგვიძლია მათთვის უფასოდ. ეს იქნება როგორც ფსიქოლოგიური, ისე იურიდიული დახმარება.
საჯარო მოხელეებმა უნდა აიმაღლონ ცნობიერება, ძალადობის მსხვერპლი ადვილად რომ ამოიცნონ. შემდეგ კი მსხვერპლები საჭირო ორგანიზაციებში გადაამისამართონ იმისთვის, რომ მძიმე შედეგები თავიდან ავიცილოთ.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, თეა ფანჩულიძის ინფორმაციით, 2014 წლიდან 2023 წლამდე მოძალადე მამაკაცებისგან საქართველოში 200 ქალია მოკლული.
თეა ფანჩულიძის თქმით, ძალადობის წინააღმდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისა და სამართალდამცავების სწორ დამოკიდებულებას მოძალადის საქციელის დაგმობისა და კონფიდენციალურობის დაცვის მიმართულებით.
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე დავით კიკნაძე საკრებულოს წევრ გოჩა გიორგიძესთან ერთად დაუკავშირდა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროექტის განხორციელება და მსხვერპლებისთვის დროული, საჭირო დახმარება.
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) პროექტი – „ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ქუთაისში ამ ორგანიზაციასთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: გაპონოვის 22, ტელეფონი: 593174102 , ელ. ფოსტა: anachapidze@gmail.com
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი