

დღეს, 16 მაისს, ჟიურის წევრებმა ლიტერატურული კონკურსის „ახალგაზრდული ოდეონი“ გამარჯვებულები დაასახელეს.
ჟიურის წევრებმა – ვალერი გოგნაძემ, ზეინაბ ბუაჩიძემ, მამუკა ჭიპაშვილმა, მარინე ვეფხვაძემ და სპარტაკ ლაცაბიძემ საპრიზო ადგილებზე გასული ნაწარმოებები მსჯელობისა და აზრთა შეჯერების შემდეგ დაასახელეს.
პირველ ადგილზე გავიდა ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლე მარიამ თაბუკაშვილის ნამუშევარი, მეორე ადგილზე – ბორის სკოლის მოსწავლის თამთა პავლაძის, ხოლო მესამე ადგილზე – ბორითის სკოლის მოსწავლის ელენე გორგაძის ნამუშევარი.
ახალგაზრდული ოდეონი ფესტივალის – „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით, 29 აპრილს ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ჩატარდა. საკონკურსო თემაზე „სარკე“ ლიტერატურული ნაშრომი 43-მა მონაწილემ შექმნა.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!