

ქართული კინოს დღესთან დაკავშირებით, 15 მაისს, 14:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში ფილმის „ქეთო და კოტე“ (რეჟისორები ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანისვილი) ჩვენება გაიმართება.
მაყურებელი იხილავს ფილმის განახლებულ, ციფრულ ვერსიას.
კინოჩვენება საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით პროექტის – კინომარათონი – ფარგლებში ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ეწყობა.
კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.
ქართული კინოს ისტორიის დასაწყისად 1908 წლის 15 მაისია მიჩნეული, როცა კინორეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა ბაქოში ფილმების გადაღება დაიწყო.
ვასილ ამაშუკელმა და ალექსანდრე დიღმელოვმა გადაიღეს პირველი დოკუმენტური ფილმები, რომლებიც ძირითადად ასახავდნენ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს: „ქვანახშირის ზიდვა აქლემებით“ , „ბაქოს ბაზრები“, „ქუთაისის პეიზაჟები“.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!