საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია და სწავლების ცენტრი, 2023 წლის 29 მაისიდან საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს საინფორმაციო-სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები – საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“.

პროექტის ფარგლებში დაინტერესებული პირები გაივლიან სწავლების ცენტრისგან შემუშავებულ სამ დღიან კურსს და მიიღებენ ინფორმაციას კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების სიახლეებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის ძირითად ასპექტებზე.

საინფორმაციო-სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.

სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

საინფორმაციო-სასწავლო კურსის გავლის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით 14 მაისის 24:00 სთ-მდე (დასვენების და უქმე დღეების ჩათვლით); შევსებულ აპლიკაციას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტოასლი.

საინფორმაციო-სასწავლო კურსის გავლის მსურველებს აქვთ ასევე შესაძლებლობა, რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი აპლიკაცია და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი წარადგინონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, 2023 წლის 14 მაისის 18:00 საათამდე, დასვენების და უქმე დღეების გარდა.

№48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში, ამ სასწავლო კურსებისთვის, 222 მონაწილე უნდა შეირჩეს.

დაწვრილებით ინფორმაციას ცესკოს ვებგვერდზე გაეცანით.