

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, არამდგრადი ამინდების გამო, საგაზაფხულო სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტის, ვაჟა მაჭავარიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 3 856 ჰა სახნავ-სათესი მიწაა. დღეისათვის მიწის რა ფართობია დამუშავებული, ეს სამსახური ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ფლობს.
წელს ფერმერებზე აგრობარათები და საწვავის შესაძენად ფასდაკლების ტალონები აღარ გაიცემა. გაუქმდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „მექანიზატორი“, რომელიც ფერმერებს მიწას შეღავათიან ფასებში უმუშავებდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწას, უმეტესად, მინიტრაქტორებით ან ხარებით ამუშავებენ. საკმაოდ მომრავლდნენ კერძო პირები, რომლებმაც ტრაქტორები შეიძინეს და მიწის დახვნის მსურველები მათ უნდა დაუკავშირდნენ. ამ ეტაპზე მიწის დამუშავებისთვის რაიმე სახელმწიფო პროგრამა აღარ მოქმედებს.
გასულ წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2 300 ჰა მიწა დამუშავდა.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,