დღეს, 5 მაისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში მურმანი ხიჯაკაძის ოჯახში ბუნებრივი აირი ჩაირთო. ამ დრომდე, ვარძიის მოსახლეობას ბუნებრივი აირი არასდროს ჰქონია.
გაზსადენიდან ოჯახებში ბუნებრივი აირის შეყვანას ვარძიელები ბოლო ორი წლის განმავლობაში ელოდნენ. ამ საკითხს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია პერმანენტულად აშუქებდა.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერის ლევან აბაშიძის ინფორმაციით, დღეს თავად იმყოფებოდა ვარძიაში. ათი აბონენტი უნდა ჩართულიყო და, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ ოჯახს ჩაერთო ბუნებრვივი აირი.
„ვარძიის მეხუთე უბანში 80 ოჯახი გაზიფიცირებულია. თუმცა იმის გამო, რომ მოსახლეობას გაზის დანადგარები და სამზარეულო მოსაწესრიგებელი აქვს, მათ ბუნებრივი აირი, ჯერჯერობით, ვერ მიეწოდება. იმ ოჯახებში, სადაც უსაფრთხოების წესები დაცული არ არის, გაზს ვერ ვრთავთ. ბუნებრივი აირი 80 ოჯახის სამზარეულოებამდეა მიყვანილი. იმის გამო, რომ სამზარეულოში არ არის სარკმელი და გაზის დანადგარი გადასაკეთებელია, ბუნებრივ აირს ვერ ვაწოდებთ.
ოჯახებს ვაძლევთ მითითებას, რა უნდა გააკეთონ; როგორც კი ამ საკითხებს მოაგვარებენ, ბუნებრივ აირს მეორე დღესვე ჩავრთავთ. ვარძიაში ოჯახებს გაზის დანადგარები თხევად გაზზე აქვთ მოწყობილი. ამ დანადგარებში ბუნებრივი აირის გაშვება არ შეიძლება მანამ, სანამ, სპეციალისტი სარქველებს არ შეცვლის, – ამბობს ლევან აბაშიძე“.
სოფელ ვარძიაში 550 აბონენტის გაზიფიცირება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ამავე თემაზე:
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.