

მედიაორგანიზაციამ „ჩემი ხარაგაული“ წარმატებით გადალახა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის – „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის’“ (M-TAG) ფარგლებში გამოცხადებული რეგიონული მედიის მდგრადობის ინიციატივის მეორე საკონკურსო ეტაპი და შერჩეულია პროგრამის პარტნიორად.
„რეგიონული მედიის მდგრადობის ინიციატივა ხელს შეუწყობს პერსპექტიული და მიზანსწრაფული რეგიონული მედია საშუალებების ძალისხმევას მომგებიან, სიცოცხლისუნარიან ბიზნესად ჩამოყალიბებისათვის.
M-TAG-ის ამ ინიციატივაში გამოხატულია IREX-ისა და USAID-ის რწმენა, რომ მდგრადობის მისაღწევად რეგიონული მედია საშუალებები უნდა ჩამოყალიბდნენ უფრო ძლიერ და უკეთ მართულ ბიზნესებად. ახალი ამბებისა და ინფორმაციის უფრო ეფექტურ მიმწოდებლებად და თავიანთი რეგიონისთვის არსებითად მნიშვნელოვან ორგანიზაციებად.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება,“ – ნათქვამია IREX-ისგან მიღებულ მომართვაში.
ფოტოზე: „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის“ პროგრამის პრეზენტაციაზე, 21.11.2014 წ.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი