

3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. 1993 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე თავისუფალი პრესის მნიშვნელობის ხაზგასასმელად გამოაცხადა.
3 მაისი აღნიშნავს პრესის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს, აჯამებს პრესის თავისუფლების მდგომარეობას მთელს მსოფლიოში, მხარდაჭერას უცხადებს მედიას მათ დამოუკიდებლობაზე თავდასხმის შემთხვევებში, აერთიანებს მედიის წარმომადგენლებს პროფესიული ეთიკის საკითხების გარშემო, პატივს მიაგებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ჟურნალისტებს და მთავრობებს პრესის თავისუფლების ჭრილში არსებულ ვალდებულებებს შეახსენებს.
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 15:00 საათზე, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“, მედიის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ნიკა გვარამიას სოლიდარობის აქციას გამართავს. პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი თანამოაზრეები „მთავარი არხის“ დამფუძნებლის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!