ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს – მულტიმედია არტისტისა და ელექტრონული მუსიკის პროდიუსერის, ნინო დავაძის სადებიუტო ალმობი გამოიცა.
ალბომის სახელწოდებაა „Agora“.
ნინო დავაძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში ამობს, რომ ეს ალბომი 8 კომპოზიციას აერთიანებს და სიღრმისეული მუსიკალური თავგადასავალია.
ნინო სამი წელია, რაც ელექტრონული მუსიკით დაინტერესდა. მისი ავტორობით ლონდონში ორკომპოზიციანი ალბომი გამოიცა. „Agora“ ნინო დავაძის მიერ საქართველოში შექმნილი პირველი მუსიკალური ალბომია.
ელექტრონული მუსიკის გარდა, ნინოს ინტერნეტ „მუტანტრადიოში“ აქვს საკუთარი გადაცემა, სადაც მუსიკის სოციალურ კონტექსტებს განიხილავს, – საუბრობს ქალებზე, გენდერულ პოლიტიკაზე კულტურასა და ალტერნატიულ მუსიკაში, მუსიკას განიხილავს როგორც პროტესტის ფორმასა და სოციალურ ფენომენს.
„დამუშავებული საველე ჩანაწერებისა და საკუთარი ვოკალის საშუალებით შევქმენი ხმოვანი ლანდშაფტი, რომელიც ასახავს ქალაქის მრავალფეროვან აუდიო ტექსტურებს, – ამბობს ნინო დავაძე, – ქართული არქაული ტემპერამენტი, საგუნდო ჰარმონია, ყველაფერი ერთად ქმნის ჟღერადობის ჩახლართულ ტექსტილს.
ბავშვობაში კლასიკური მუსიკისა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საგუნდო სიმღერით შთაგონებულმა ავანგარდული ელექტრონული ჟღერადობები, საგუნდო სიმღერა და ვოკალი შევქმენი.
ალბომი ასახავს ქალურ ნარატივსაც პოსტსაბჭოთა კულტურებში, ეხმიანება ბრაზისა და სასოწარკვეთის განცდას ახალი რეალობის მიმართ“.
ალბომი „Agora“ გამოიცა ციფრულად და შეზღუდული რაოდენობის კასეტებზე.
შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ნინო დავაძეს.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის
როგორ ჩატარდა ხარაგაულში საპარლამენტო არჩევნები, რა გეგმები აქვს,
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს
აღწერის პირველ ეტაპზე – 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით
„მეჯლისი“ უფრო ზამთარს უხდება, თუმცა, ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის მოსწავლეებმა