გარემოს დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მინისტრის განცხადებით, სამრეწველო სექტორის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებაც.
„ამ მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, შემუშავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც 2023 წლის მეორე ნახევრიდან ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე კანონი 4 ქალაქში ამოქმედდება – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირების და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები გზებზე ნებისმიერი ტიპის ავტომანქანას გააჩერებენ და მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვზე შეამოწმებენ.
სპეციალური ხელსაწყოებით გაზომვის შემდეგ, თუ დადგინდება კონკრეტული მავნე ნივთიერებების გადაჭარბება, თავდაპირველად სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარი გახდება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი