

„საქართველოს რკინიგზადან“ მოპოვებული ინფორმაციით, დღეიდან, 24 აპრილიდან, საგარეუბნო მატარებლის ზესტაფონიდან გამოსვლის დრო შეიცვალა.
ეს მატარებელი ხაშურის მიმართულებით ზესტაფონიდან დილით, ნაცვლად 06:05 საათისა, 06:45 საათზე გამოვა, ხარაგაულში – 07:37 საათზე იქნება, ხოლო ხაშურში – 08:55 საათზე.
საღამოს, ზესტაფონიდან ხაშურის მიმართულებით, ნაცვლად 17:45 საათისა, 17:10 საათზე გამოვა, ხარაგაულში 17:50 საათზე იქნება, ხოლო ხაშურში 19:20 საათზე.
ხაშურიდან ზესტაფონის მიმართულებით ამ საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლის განრიგი უცვლელია:
ხაშური – 06:50 სთ, – ხარაგაული – 08:13 სთ, – ზესტაფონი – 09:16 სთ;
ხაშური – 17:05 სთ, – ხარაგაული – 18:30 სთ, ზესტაფონი – 19:22 სთ.
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,