
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მხარდაჭერით, 23 აპრილს, 13:00-დან 19:00 საათამდე, „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
გარდა ამისა, დაგეგმილია ლიტერატურული ღონისძიებები, შეხვედრები ავტორებთან, წიგნის პრეზენტაციები და სხვ.
„რადისონ ბლუ ივერიაში“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა 13:00 საათზე დაიწყება და მასში 20-მდე გამომცემელი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან გამომცემლობა „სიესტა“, „დიოგენე“, „პალიტრა L“, „ინტელექტი“, „არტანუჯი“, „შემეცნება“, „წიგნიერი“, „ინდიგო“, „საქწიგნი“, „ბიბლუსი“, „ბუქმანია“, „აგორა“, „სეზანი“, „სეზან ფაბლიშიმგი“, „ზიარი“, „მედუზა“, „არიკი“, „რასთ კომიქსი“ და „ჩემი გამომცემლობა“.
ღონისძიების ლიტერატურული ნაწილი კი 16:00 საათიდან სტუმრებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას შესთავაზებს.
გამომცემლობა „საქწიგნის“ახალი წიგნების წარდგენა:
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე იუნესკომ 1996 წლიდან გამოაცხადა. უიუნესკოს რეზოლუციაში აღნიშნულია, წიგნი ცოდნის გავრცელების საუკეთესო და ხელმისაწვდომი საშუალებაა,
23 აპრილი შეირჩა იმის გამო, რომ ამ დღეს, 1616 წელს გარდაიცვალნენ მიგელ დე სერვანტესი, უილიამ შექსპირი, ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.