განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში სწავლას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
საქართველოს პარლამენტი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით უკვე განხორციელდა და ხელმისაწვდომი იყო იმ სსსმ ბავშვებისთვის, ვისაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე უსრულდებათ.
ამ გადაწყვეტილების საფუძველი მოქალაქეთა განცხადებებია, სადაც ისინი სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას მოითხოვდნენ. 6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა, გამონაკლისის დაშვების თაობაზე, განსაკუთრებით მაღალია ოქტომბერში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებულ იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:
ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;
გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
რაც შეეხება IV ეტაპს, რეგისტრაცია 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე.
ამ დრომდე პირველ კლასში სწავლის უფლება ჰქონდათ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე უსრულდებოდათ.
ფოტოზე: ხარაგაულის #2 სკოლის პირველკლასელები
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი