

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე 14-დან 20 ივნისამდე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აშშ-ში საპარლამენტო საფინანსო ზედამხედველობის სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების მიზნით გაემგზავრა.
ნოდარ ებანოიძესთან ერთად აშშ-ში იმყოფებიან პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თათია ხეთაგური და GIZ-ის პროგრამის მრჩეველი საჯარო ფინანსების მართვის საკითხებში ინგა სინჯიკაშვილი.
დელეგაცია ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს და კონგრესის საბიუჯეტო ოფისს. ვიზიტის ფარგლებში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის წევრებთან, კონგრესმენებთან გაიმართება შეხვედრები თემაზე: მთავრობის საქმიანობის კონტროლი, თანამშრომლობა კონგრესის საბიუჯეტო ოფისთან და ამერიკის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოსთან.
ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის (GIZ) „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ხელშეწყობით ხორციელდება.
თბილისში, ალკოჰოლური სასმელების
განათლების სამინისტრომ გაავრცელა
ხევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სანდრო ტაბატაძემ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების