

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International) საქართველოში მოქმედ ზრდასრულთა განათლების ცენტრებში პროექტს – „გენდერული ფოკუსი“ ახორციელებს.
ამ პროექტის ფარგლებში დღეს, 11 აპრილს, ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში „გენდერული კლუბი“ დაფუძნდა.
„ეს კლუბი იმუშავებს გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ პრობლემებზე, – აღნიშნა კლუბის დაფუძნების შეხვედრაზე ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორმა გიორგი მუხურაძემ, – სისტემატურად განვიხილავთ, თუ რა გამოწვევების წინაშე არიან ქალები ოჯახებში, სამსახურებში, სამეზობლოში, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები და საინფორმაციო კამპანიები, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს, ხელი შეეწყოს ოჯახური ძალადობის დაძლევას“.
შეხვედრის შემდეგ ხარაგაულის კვარტეტმა გია მეიფარიანის, გიორგი მაქაძის, ლიკა ჯანიაშვილისა და დავით კვირიკაშვილის შემადგენლობით რამდენიმე სიმღერა შეასრულა.
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,
ევროკავშირის პრეს-სპიკერი განცხადებას
მიმდინარეობს ძუ (მდედრი) ძაღლების უფასო სტერილიზაციის პროგრამა!